2009წ. 19 ოქტომბერი
ქიმიის გაკვეთილზე მასწავლებელმა შემოგვთავაზა რამდენიმე საპროექტო თემატიკა. არჩევანი “ღარიბაღელეს” წყლის კვლევაზე შევაჩერეთ. ჩამოვაყალიბეთ მკვლევართა ჯგუფი. გადავწყვიტეთ საწავლო-კვლევთი პროექტის განხორციელება. შევიმიშავეთ სამუშაო გეგმა.
2009წ. 21 ოქტომბერი
შევიკრიბეთ ჯგუფის წევრები და დავათვალიერეთ “ღარიბაღელე”. აღსანიშნავია, რომ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. გადავიღეთ ფოტოები, ავიღეთ საკვლევი წყალი და ტალახი.იქიდან დაბრუნებისას გავესაუბრეთ მოსახლეობას. მოვისმინეთ ძალიან საინტერესო ცნობები, რომელსაც ჩვენ კვლევებში გამოვიყებებთ.მიღებულმა შთაბეჭდილებებმა გადაფარა დაღლილობა. მოპოვებულ მასალას მეორე დღეს დავამუშავებთ.
2009წ. 24 ოქტომბერი
დღეს მოპოვებულ მასალას დავაჯუფებთ. შევიმუშავეთ საკუთარი კვლევის სტრატეგიები. გავედით ქალაქში ინტერვიუების ასაღებად. დღესაც ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამ გავიგეთ.
2009წ. 25 ოქტომბერი
ქიმიური კვლევა ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით ნახევრადმიკრომეთოდის გამოყენებამ დაგვაინტერესა. ჩვენი ვარაუდი რომ დავამტკიცეთ ძალიან გაგვიხარდა. იმდენად გაძლიერდა კვლევის სურვილი, რომ დავგეგმეთ სხვა კვლევებიც.
2009წ. 27 ოქტომბერი
მინერალური წყლის შედგენილობა უკვე დადგენილია. დღეს წყლის შედგენილობასა და მის გამოყენების კავშირზე ვიმსჯელეთ. საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა. თანდათან ვრწმუნდებით ჩვენი გადაწყვეტილების ჭეშმარიტებაში.
2009წ. 29 ოქტომბერი
დღეს პროექტის საპრეზენტაციო პროგრამა შევქმენით. ყველაზე მეტად ეს გაგვიძნელდა. ჩვენი პროექტის ყველა დეტლი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ყველაფერი გვინდოდა მოგვეთავსებინა საიტზე.
ჩემო ძვირფასებო, გაკვირდებოდით მთელი პროექტის მიმდინარეობის მანძილზე და შემიძლია, თამამად განვაცხადო – მომავალში თითოეული თქვენთაგანი ღირსეული პიროვნება იქნება. გისურვებთ წარმატებებს!
ReplyDelete